COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » პროცესორები » Intel-ის ახალი პროცესორების კოდური სახელების წარმომავლობა

http://compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=50


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » პროცესორები
Intel-ის ახალი პროცესორების კოდური სახელების წარმომავლობა
Core არქიტექტურიდან...

ალბათ იცით, რომ პროცესორები სხვადასხვა კოდური სახელებით გამოდიან. და ალბათ ისიც გაინტერესებთ, საიდან მოდის და რა წარმომავლობისაა ეს კოდური სახელები. ამ მინი სტატიაში მოგიყვებით რამდენიმე პროცესორის კოდურ სახელზე, რომლებიც ძირითადად გამოსულია მას შემდეგ, რაც შეიქმნა Core არქიტექტურა. საერთოდ, Core არქიტექტურა ინტელის ისრაელის ჯგუფის მიერ შეიქმნა.

ყველაფერი დაიწყო პროცესორით, რომლის კოდური სახელიც იყო Timnah. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი პროცესორი მობილური პლატფორმა Pentium M-სთვის, რომელიც მუდმივად კონკურენტუნარიან პლატფორმად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტელის დესკტოპ ჩიპებს, რომლებიც NetBurst არქიტექტურაზე მუშაობდნენ, უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ წარმადობის ზრდასთან. რაც შეეხება სიტყვა Timnah-ის წარმომავლობას, ესაა ბიბლიური ადგილი სამხრეთ ისრაელში.
რაც შეეხება მობილური პლატფორმისთვის განკუთვნილ სხვა პროცესორებს, Banias - ცნობილი მდინარის სახელია ჩრდილოეთ ისრაელში, ხოლო Dothan - ველია ისრაელში. რაც შეეხება პირველ Core Duo-ს მობილურ პლატფორმაზე, Yonah-ს, ეს სიტყვა ებრაულად ნიშნავს მტრედს.

შემდეგი იყო Merom (პირველი Core 2 Duo მობილური პლატფორმისთვის, T-სერია), რაც ნიშნავს მაღალ ადგილს (ხშირად გამოიყენება ცის სინონიმად).

რაც შეეხება დესკტოპ ჩიპებს, დღევანდელი Conroe ქალაქია ტეხასის შტატში, Woodcrest - დასახლებული პუნქტია კალიფორნიის შტატში მდინარის ნაპირზე. Allendale - რამდენიმე გეიგრაფიული ადგილის დასახელებაა აშშ-ში.
უახლესი პროცესორების, Penryn-ის სახელი, რომელსაც 12 ნოემბერს ველოდებით, წარმოსდგება ქალაქის სახელიდან. რაც შეეხება კონკრეტულ ბირთვებს, Wolfdale დასახლებული პუნქტია პენსილვანიის შტატში, ხოლო Yorkfield-ის წარმომავლობაზე ინფორმაცია არ გვაქვს :-)

ამავე სტატიაში განვიხილავთ ინტელის მომავალი ქმნილების, Nehalem-ის სახელის წარმომავლობასაც. Nehalem მდინარისა და ქალაქის სახელია აშშ-ში, ასევე ებრაულად ეს სიტყვა ნიშნავს ნაკადს. საინტერესოა ახალი არქიტექტურის სახელის ტრანსკრიპციაც, ამერიკაში იგი წარმოითქმება როგორც Na-Hay-Lem (ნა-ჰაი-ლიმ), ხოლო ბრიტანულში - როგორც Ne-Ha-Lim (ნე-ჰა-ლიმ). საერთოდ, Nehalem არქიტექტურა შეიქმნა Hillsboro-ში, აშშ-ს შტატ ორეგონში არსებულ ქალაქში, სადაც მდებარეობს ინტელის უდიდესი საწარმო D1D, ამიტომ, ალბათ უფრო მისაღები ამერიკული ტრანსკრიპციაა.

იმედია, თემა საინტერესო იყო და თქვენი ინტერესიც შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილეთ. მომავალში, თუ საჭირო იქნება, ამ სტატიის განახლებულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ.

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები





კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.