COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » გამოფენები » ElcomCaucasus 2007 - იმედგაცრუება სწრაფად, იაფად და ხარისხიანად

http://compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=53


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
ElcomCaucasus 2007 - იმედგაცრუება სწრაფად, იაფად და ხარისხიანად
იმედგაცრუება ზოგისთვის უფასოც იყო...

2007 წლის 6 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში გაიხსნა ”ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიისა და ტელეკომუნიკაციის მე-8 საერთაშორისო გამოფენა” ElcomCaucasus 2007. ასეთი ღონისძიებები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათია, ამიტომ ასეთი გამოფენებისადმი კომპიუტერული განხრის მომხმარებლებისა და კომპიუტერული ფირმების ინტერესი დიდია. გამონაკლისი არც წლევანდელი გამოფენა ყოფილა (თუ იყო?).

გამოფენა ყოველწლიურია, მაგრამ განსხვავება, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად არის. წლევანდელი ElcomCaucasus-იც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა. ბილეთის ფასი შარშანდელის მსგავსად, 2 ლარის ზღვარზე გაჩერდა, თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ, სიახლეში ვივარაუდეთ, სტუდენტებისთვის გამოფენაზე შესვლა უფასო აღმოჩნდა (სტატიის სათაურს შეხედეთ, მეორე ხაზს), მხოლოდ სტუდბილეთის წარდგენა იყო საჭირო. მიუხედავად ბილეთის მიზერული ფასისა, აღსანიშნავია, რომ ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯია გამოფენის ორგანიზატორების მხრიდან. ახალგაზრდებსთვის ხელშეწყობა ცუდი არასდროსაა.
წელს მე-11 პავილიონის ნაწილი ”საქართველოს ბანკს” აღარ ჰქონდა აღებული, ამიტომ მთელი არსებული სივრცე, წესით გამოფენას უნდა მოხმარებოდა. სამწუხაროდ, წლევანდელი გამოფენა შარშანდელზე პატარა აღმოჩნდა, მონაწილეებისთვის პავილიონის მხოლოდ ნახევარი იყო დათმობილი. 2006 წელს ElcomCaucasus-ში მონაწილეობას 32 კომპანია იღებდა, 2007-ში კი მხოლოდ 27. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როგორც ჩანს, ინტერესი ამ გამოფენისადმი იკლებს. იგივე ეხება ხალხის რაოდებასაც. წლევანდელი გამოფენა აშკარად გამოირჩეოდა ხალხის სიმცირით. 2006 წელს იგივე გამოფენას გაცილებით მეტი მნახველი ჰყავდა. იგივე ხდებოდა 2005 და 2004 წელსაც. ანუ 2004-ში უფრო მეტი მნახველი იყო ვიდრე 2005-ში, და 2005-ში უფრო მეტი, ვიდრე 2006-ში. სამწუხაროდ, რეგრესი სახეზეა.


ჰმ... თითქოს იმედისმომცემი იყო...


გამოფენა (Let the Disappointment Begin!..)

ElcomCaucasus 2007-ის გახსნას სხვადასხვა მიზეზების გამო კომპინფოს არცერთი თანამშრომელი არ დასწრებია, თუმცა, ჩვენი პირველი წარმომადგენელი გამოფენაზე 12 საათზე მივიდა. ვაპირებდით, გახსნის ცერემონიალის დეტალების გარკვევასაც, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ (მიზეზს მალე გაიგებთ).
შესასვლელში ავიღეთ ElcomCaucasus 2007-ის სარეკლამო ბუკლეტი, სადაც პირველი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება დაგვხვდა. გამოფენაზე პრაქტიკულად არავინ იყო წარმოდგენილი კომპიუტერული ტექნოლოგიებით! ძალიან გულდასაწყვეტია, გასაგებია ალბათ, რომ გამოფენისადმი ინტერესი თითქმის გაქრა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს მიმოხილვა დასაწერი იყო, მაინც მოგვიწია გამოფენის დეტალურად დათვალიერება.
მაგრამ თუ ზოგი სათვალთვალო კამერებს, დაცვის სისტემებს, უწყვეთ კვების წყაროებს, ”შტეფსელებსა” და კაბელებს, ელექტრომრიცხველებსა და ელექტროთერმომეტრებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებად ჩათვლის, მათთვის გამოფენაზე გაცილებით ბევრი იქნებოდა სანახავი.


”შტეფსელების” გამოფენა...

გამოფენის დათვალიერებისას ერთ სიურპრიზს წავაწყდით: აღმოჩნდა, რომ ElcomCaucasus 2007-ში მონაწილეობას იღებდა კომპანია UltraTechnics, SonyEricsson-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ UltraTechnics-ი საგამოფენო ბუკლეტში საერთოდ არაა მოხსენიებული. მის ადგილას, წესით კომპანია Vika უნდა ყოფილიყო. ”ულტრატექნიკსის” სტენდი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. პირველ დღეს შესაძლებელი იყო სონიერიქსონის უახლესი ტელეფონის K850-ის მუშა მდგომარეობაში ნახვა და გასინჯვა (ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიის სტენდთან მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომელი აღნიშნული ტელეფონის მეპატრონე იყო. მეორე დღეს მის მაგივრად სხვა მუშაობდა, შესაბამისად K850-ს ვეღარ გაუსინჯავდით გემოს).


ეს პირველი დღეა. გამოფენაზე მეორე დღეს მხოლოდ K850-ის ხათრით წავედით, თუმცა ისიც აღარ დაგვხვდა იქ...

ისევე როგორც შარშან, წელსაც გამოფენაში მონაწილეობას იღებდა ჯგუფი INFOZAVRI, რომელიც კომპანია Fargo-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. წარმოდგენილი აპარატურა შეადგენდა პლასტიკური ბარათების საბეჭდ და წამკითხავ მოწყობილობებს და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფირმის სტენდი 2006 წელს უფრო ეფექტური იყო. წელს არც Fargo-ს პრინტერების დისკები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით, რადგან ჩასადები კეისების გარეშე იყვნენ ჩამოდებული სტენდზე. ასევე, ამ სტენდთან ეკიდა პორტატული კომპიუტერი, რომელთან ურთიერთობაც ყველას შეეძლო.


”ინფოზავრის” სტენდი შარშან უკეთესი იყო...

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


სურათები თემაზე

თემატური სტატიები






გამოხმაურება

ციტატა
სტატიის სათაურისა და ფოტომასალის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს აქტიურ წევრს


სხვათაშორის, მივხვდი ვინც იქნებოდა W810-ის მფლობელი
სტატია კი კარგია, მაგრამ გამოფენას რა ეშველება, რა ვიცი...
14-11-2007, 11:25:41 | Shako


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.