მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
საუკეთესო იარაღები საიტის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ რამდენინე Online სერვისსა და პროგრამას,  რომლებიც დაგეხმარებიან, გამოარკვიოთ ყველაფერი კონკრეტული საიტის შესახებ. მაშ ასე, დავიწყეთ:

 Just-Ping.comონლაინ სერვისი, რომელიც გვეხმარება გამოვარკვიოთ, შეიძლება თუ არა საიტზე შესვლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. 26 ქვეყანაში განთავსებული მათი სერვერები უზრუნველყოფენ ამას. იხ. სკრინშოტი:

WhoIsHostingThis.com – გაინტერესებთ, რომელი კომპანია ათავსებს საიტს ინტერნეტში? მაშინ საიტი თქვენთვისაა :–)

 YouGetSignal.com – ძალიან საინტერესო ონლაინ სერვისი ცნობისმოყვარეებისთვის – ის ეძებს ყველა საინტს, რომელიც განთავსებულია იმავე ჰოსტზე, რომელზეც თქვენ მიერ სერვისისთვის მიწოდებული საიტი.

 SocialMeter.com – საიტი საშუალებას იძლევა, განსაზღვროთ თქვენი საიტის პოპულარობა ისეთ სოციალურ სისტემებში, როგორებიცაა Digg, Del.icio.us, Technorati, Google Bookmarks და ა.შ.

Popuri.us – მოხერხებული სერვისი, რომელიც ერთ ადგილას უყრის თავს სხვადასხვა სისტემის შეფასებებს თქვენი საიტის შესახებ. ამ სისტემებში შედის Google PageRank, Technorati, del.icio.us და ა.შ.

 BuiltWith.com – ძალიან საინტერესო და სასარგებლო სერვისი. აჩვენებს მთელ მისაწვდომ ინფორმაციას საიტის შესახებ. ამ ინფორმაციაში შედის საიტის ჰოსტის სრული აღწერა (ოპ. სისტემა, ვებ–სერვერი, Framework, ინფორმაცია სხვადასხვა მოდულების შესახებ და ა.შ.), საიტის ანალიზი სხვადასხვა კუთხიდან (SEO, სკრიპტი, გამოყენებული ტექნოლოგიები, კოდირება და ა.შ.).

 watchmouse (watchmouse.com)   ვებმასტერებისთვის (და არა მარტო) ძალიან სასარგებლო მინი–პროგრამა. გათვალისწინებულია საიტის Uptime–ის (ვერ ვთარგმნე :–)) მონიტორინგისთვის, იწონის სულ რაღაც ნახევარ მეგაბაიტს, ჯდება ტრეიში და თქვენ მიერ მითითებული დროის ინტერვალით ამოწმებს, მისაწვდომია თუ არა საიტი. ასევე გათვალისწინებულია ის შემთხვევაც, როცა თქვენ არ შეგიძლიათ კომპის ჩართული დატოვება. ასეთ შემთხვევაში WatchMouse თავისი სერვერებიდან ამოწმებს საიტს, თქვენ კი დეტალურ რეპორტს გიგზავნით. ყველაფერ სიკეთესთან ერთად პროგრამა აბსოლუტურად უფასოა :–) თუმცაღა მთავარ საიტზე შეგიძლიათ მოიძოთ მისი ფასიანი და უფრო მეტიუ შესაძლებლობების მქონე ბიძაშვილ–მამიდაშვილები.

ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.