მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მობილურები
არასერთიფიცირებული პროგრამების დაისტალირება Symbian OS 9.2-ზე

ამ სტატიაში  აღწერილია თუ როგორ უნდა ავუაროთ გვერდი სერთიფიკატების შეზღუდვას Symbian 9.2 ზე

ანუ აღწერილია გზა, რომლითაც თქვენს ტელეფონზე დააყენებთ ნებისმიერ პროგრამას

გაითვალისწინეთ, ძირს მოყვანილმა ინსტრუქციებმა შეიძლება თქვენი მობილური გამოიყვანოს მწყობრიდან, რაზეც პასუხს არ აგებს არც სტატიის ავტორი და არც საიტი compinfo.ge. ამ ინსტრუქციებით ხელმძღვანელობისას ყველა რისკს და პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს თავზე.

რის საშუალებას მოგვცემს აღწერილი მეთოდი?

სტატიაში აღწერილი მეთოდის გამოყენების შედმეგ,  საშუალება გვექნება დავაყენოთ ოპერაციულ სისტემა Symbian OS 9.2 -ზე არასერთიფიცირებული პროგრამები (unsigned), სრული უფლებებით. ამისათვის დაგვჭირდება შემდეგი პროგრმები:

ActivePython (დააინსტალეთ კომპიუტერზე)
PySerial (დააინსტალეთ კომპიუტერზე)
AppTRK (ტელეფონისთვის)
Hack Perms (შეინახეთ კომპიუტერში)


გადიდებისთვის დაჭირეთ სურათზე

შეაერთეთ ტელეფონი კაბელით PC-Suite რეჟიმში. შემდეგ, გახსენით Device Manager და შედმეგ გახსენით Ports, მონახეთ რომელ პორტზეა შეერთებული Nokia. შემდგომში დაგვჭირდება com პორტის ნომერი. გახსენით თქვენს ტელეფონზე დაინსტალებული App TRK  და დააჭირეთ  ღილაკს cancel, როდესაც შეეცდება ბლუთუსით კავშირის დამყარებას. გახსენით მენიუ Option>Settings>Connection და შეცვალეთ კავშრი USB-ზე, შემდეგ დაბრუნდით უკან და მენიუდან აირჩიეთ Options>Connect, საბოლოოდ, უნდა მივიღოთ შემდეგი სურათი:

შემდეგ ეტაპზე, გახსენით  Hack Perms ფაილი კომპიუტერზე notpad-ში (მერჯვენა წკაპი და open with…) და “CTRL” +”F” ზე დაჭერით მონახეთ "ser  =" (რათქმა უნდა ბრჭყალების გარეშე და ser და = შორის ერთი დაცილებით) და შევცვალოთ ბრჭყალებში არსებული ციფრი ნოკიას პორტის ნომერზე, მინუს ერთი ციფრი, (მაგ სურათზე ნოკიას პორტია 3, ამიტომ ვაკლებთ სამიანს ერთს და ვიღებბთ 2-ს, სწორედ ორს ჩავწერთ ბრჭყალებში.  ხოლო თუ პორტის ნომერია 4, ჩავწერთ 3-ს და ასე შემდეგ)


გადიდებისთვის დაჭირეთ სურათზე

რედაქტირებული ფაილი შეინახეთ  save-თი  და არა  save as -ით.
შემდეგ  გაუშვით (ორი დაწკაპუნებით) Hack Perms ფაილი, დაიცადეთ რამდენიმე წამი, და კონსოლის ფანჯარაში გამოჩნდება წარწერა: !!!!!!!!!!!!!!!!!!candidate!!!!!!!!!!!!!!!!!! რაც ნიშნავს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და შესაძლებლობა გეძლევათ დააინსტალოთ თქვენს მობილურზე პროგრამები სერთიფიკატების გარეშე.

ბმულები: 

ActivePython 
PySerial
AppTRK
Hack Perms

ავტორი: gio_kiborg
 წყარო: finestfones.blogspot.com
 

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 4
შეფასება: 2.8



გამოხმაურება

იქნებ დაწეროთ კომპის გარეშე როგორ გავტეხო დაცვა?
10-07-2009, 15:50:40 | jao

ახალი წესი თუ იცით დაწერეთ და გამოაგზავნეთ სტატია, მეც მაინტერესებს
31-05-2009, 15:24:48 | Gio_kiborg

გეთანხმები kashmir, ეს დაძველებული წესია უკვე, E66, კარგახანია მიბილიკებული მაქვს, ასევე N95 და N96. ასე რომ მადლობა ინფოსთვის გიო კიბორგს
21-05-2009, 22:04:23 | svanius

კაიფობთ ტო? რამდენი ხანია კომპის გარეშეც ტყდება სმარტი თან ძალიან ადვილად...ამ ზედმეტი ტვინის ბურღვის გარეშე. ნებისმიერ სმარტს ვტეხავ მაქსიმუმ 10 წუთში ტელეფონითვე (გარდა ახალი პრაშივკებისა რომელთა გასატეხადაც ოპდას სერტიფიკატია საჭირო და მერე ეგეც 5 წუთის საქმეა)
30-01-2009, 15:17:32 | kashmir

ველ გავაკეთეეეეეეე...................:(:(:(:(:(:(
21-06-2008, 14:36:35 | sonny

რა უბედურებაა რა, ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც ეწერა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მხოლოდ ერთი პრობლემაა: ხელმოსაწერ პროგრამებს ვერც აქამომდე აინსტალებდა და ვერც ახლა აინსტალებს!!!
20-04-2008, 20:26:48 | Sonic


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.