მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Best Buy - კომპინფოს საუკეთესო კონფიგურაცია

კომპიუტერული ტექნიკა ხშირად იცვლება. ლამის ყოველთვიურად ახალ-ახალი პროცესორები, დედა-დაფები და ვიდეო დაფები გამოდის. შედეგად, ჩვენი ერთ დროს საამაყო და ძლიერი კომპი, აღმოჩნდება, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე საშუალო ან დაბალი კლასის წარმომადგენელი ხდება. თუმცა, აქ გულდასაწყვეტი არაფერია. კომპიუტერული ტექნიკის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადია მსოფლიოში.
იმის გამო, რომ კომპიუტერის ყიდვა ყველას უნდა, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რა სჯობს იყიდოს და სად, ამით კი კომპ. მაღაზიები სარგებლობენ და უსინდისოდ ყვლეფენ თავიანთ მომხმარებელს, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ყოველთვიური რუბრიკა Best Buy, რომელშიც მიმოხილული იქნება მიმდინარე თვისთვის საუკეთესო კონფიგურაციები ფასი/ხარისხის მხრივ და, რაც მთავარია, წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ნაწილები საუკეთესო ფასში - ჩვენი კონფიგურაციები არ იქნება შეზღუდული ერთი მაღაზიით, ყოველი კონკრეტული ნაწილისთვის შეირჩევა მაღაზია, რომელიც უფრო იაფად სთავაზობს ამ ნაწილს მომხმარებელს და ჯამში შედგება კონფიგურაცია, რომლის ფასიც მინიმალური იქნება, ხარისხი კი - მაქსიმალური.
ეს რუბრიკა კიდევ ერთ თავსატკივარს მოუხსნის კომპის ყიდვის მსურველებს - მასში მოცემულ კონფიგურაციებში ნაწილების თავსებადობის და კვების პრობლემა მოხსნილია, შეგიძლიათ თამამად ააწყოთ კომპიუტერი მისი მიხედვით, არანაირ პრობლემას არ გადააწყდებით.
კონფიგურაციები დალაგებული იქნება ორი ნიშნით: ფასით და პლატფორმით. როგორც ფასი, ასევე პლატფორმაც ორია. გვაქვს საწყისი (მაქსიმუმ $470 ღირებულების კომპები), და საშუალო ფასის კომპები (მაქსიმუმ $840). რაც შეეხება პლატფორმებს, აქ არჩევანი სტანდარტულია - Intel და AMD. ეს კეთდება იმისთვის, რომ არჩევანი მაქსიმალურად ფართო იყოს.
რაც შეეხება მაღაზიებს, საიდანაც სისტემებისთვის ნაწილები ავარჩიეთ: სამწუხაროდ, ყველა ქართული მაღაზია როდი ზრუნავს ონლაინ პრაის ლისტის შექმნასა და მის მუდმივ განახლებაზე. შესაბამისად, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთი მაღაზიების პროდუქცია ჩვენს სტატიაში ვერ მოხვდა (მაღაზიებში რეკვა/სტუმრობა და ასეთი ხერხით პრაის ლისტების შოვნა არც ისე მიმზიდველია ჩვენთვის. პირიქით, მაღაზია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ამით). აქვე წარმოგიდგენთ იმ მაღაზიების სიას, რომლებსაც ონლაინ პრაის ლისტი გააჩნიათ და არც მისი განახლება ეზარებათ. სისტემებიც სწორედ ამ მაღაზიების კატალოგების მიხედვითაა აწყობილი. მოკლედ, წარმოგიდგენთ ყოჩაღ მაღაზიებს: ალტა (http://www.alta.ge), ორიონ ტექნოლოჯი (http://www.oriontech.ge), ალგორითმი (http://www.computershop.ge, http://www.algorithm.ge), ოლმარკი (http://www.allmark.ge), ჯიტეკი (http://www.gitec.ge), პრაიმ სისტემსი (http://www.prime.ge), MBC (http://www.mbc.ge), PCSHOP.GE (http://www.pcshop.ge), ორიენტ ლოჯიკი (http://www.orient-logic.ge), ულტრა (http://www.ultra.ge) და კომპლექს პრო (http://www.complexpro.ge).
აღსანიშნავია, რომ ადრინდელი პერიოდისგან განსხვავებით, ქართული მაღაზიების ნაწილს კომპ. ტექნიკაზე საკმაოდ მისაღები ფასები აქვს, ზოგჯერ, ძალიან მისაღები და იაფიც კი. ასევე, რამდენიმე მათგანი საკმაოდ სწრაფად ახდენს ახალი ტექნიკის შემოტანასაც. მაგალითად, ქართულ კომპიუტერულ ბაზარზე საკმაოდ სწრაფად გამოჩნდა როგორც Intel-ის ახალი ქმნილება, Core i7, ასევე AMD-ს ქმნილებებიც, Phenom ოჯახიდან. საერთოდ, AMD-ს პროდუქციის მხრივ, სიტუაცია ბოლო დროს საკმაოდ გამოსწორდა - მინიმუმ ორმა ქართულმა მაღაზიამ გამბედავი ნაბიჯი გადადგა და ამ კომპანიის პროცესორები შემოიტანა ბაზარზე. აღნიშვნის ღირსია ვიდეო დაფების ბაზარიც, რომელიც დღეისთვის უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია საქართველოში, თუმცა, პროცესორების ბაზართან შედარებით, ახალი ვიდეო დაფების შემოტანა შედარებით გვიან ხდება. მაგალითად, უცხოეთის ბესტსელერი და საშუალო დონის კომპიუტერებისთვის განკუთვნილი საუკეთესო ვიდეო დაფა, ATI/AMD Radeon HD 4770 ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.
რაც შეეხება გაფორმებას, კონფიგურაციები მოცემულია ცხრილის სახით, პირველ სვეტში მითითებულია ნაწილის დასახელება, მეორე სვეტში მისი მწარმოებლის და შესაბამისი სერიის სახელი, მესამე სვეტში ფასი და მეოთხეში ის ქართული კომპ. მაღაზია, რომელიც ამ ნაწილს გვთავაზობს.
საკმარისია თეორია და განმარტებები, გადავიდეთ კონფიგურაციებზე.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 1.7



გამოხმაურება


გამარჯობათ!

1. ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება Dell Optiplex GX110-ის დათრევა?
2. რატომ ხდება თვითნებური გადატვირთვა
01-07-2010, 22:16:17 | tommy

ნამდვილად იცოცხლე და იხარე ძამა მინიმუმ 7-თაობა!!!!....როგორც იქნა განათდა და განათლდა ხალხი...დიდი მადლობა ამ სტატიისათვის!!!....
05-02-2010, 02:59:54 | makho

საინტერესო წამოწყებაა
მადლობა ავტორს
09-07-2009, 12:39:39 |

გაიხარე ძმაო ძაან კარგი სტატიაა და ძაან კარგი რუბრიკა. ამას თუ მართლაც განაახლებთ ხოლმე მეტისმეტად კარგ საქმეს გააკეთებთ. როგორც ბაბუ იტყოდა ამის არ დანახვა არ შეიძლება
02-07-2009, 22:47:05 |

კაი საქმეს აკეთებთ :)
30-06-2009, 17:21:22 | nick_el_son

ვანო გაიხარე ძალიან დიდი მადლობა
ძლივს!!! შენი წყალობით ეხლა გამიადვილდება კომპის ყიდვა,თან სანდო მაღაზიებიც დავაფიქსირე და არც თუ ისე მაღალი (მაწყობს) ფასები.მოკლედ და ვრცლად "დიდი მადლობა" !!!
30-06-2009, 00:08:17 | Giga1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.