რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. თუ ადრე High End სისტემას მაქსიმუმ 500 W სჭირდებოდა, ახლა უკვე 1000 ვატიც არ არის ხოლმე საკმარისი. განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო დაფა Nvidia-სა და ATI-ს სსიტემებში, შესაბამისად).
დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად, ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდეო დაფა. ძველი ვიდეო დაფები მოიხმარენ სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე ანალოგები კი თავისუფლად შთანთქამენ 200 ვატს და მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power. გაითვალისწინეთ, TDP აღნიშნავს პროცესორის აბსოტულურ მაქსიმალურ ენერგომოხმარების მაჩვენებელს. რეალურად, პროცი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს) შემდეგ მოდის დედა დაფა, მყარი დისკი და ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ყველაზე ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია - 1-2 ვატი).
ასევე გასათვალისწინებელია, რომ overclocking-ი მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის მოხმარებას. თუმცა, ასე დათვლა მაინც ძნელია. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ე.წ. online power supply calculator-ები, რომლებიც დაგითვლიან კონკრეტული სისტემის მოთხოვნებს. მე პირადად ამ კალკულატორით ვსარგებლობ და მინდა განვიხილო, როგორ შეიძლება ამ კალკულატორით თქვენი სისტემის ენერგომოხმარების დათვლა:
ესეც საიტი: http://www.extreme.outervision.com/psucalculatorlite.jsp
ეს კალკულატორი მცირედ აჭარბებს რეალურ მოთხოვნებს მაგრამ მცირედი მარაგი სულაც არ არის ზემდეტი, მით უმეტეს, თუ აჩქარებას ვაპირებთ.
დავუბრუნდები საიტს. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ - System Type-ში იგულისხმება რამდენ პროცესორიანია დედა დაფა. აქ უნდა მოვნიშნოთ single socket (ან იმის მიხედვით ვისაც რა გვაქვს) ანუ ერთ პროცესორიანი სისტემა. აქვეა დედა დაფის ტიპი Motherboard: თუ თქვენი დედა დაფა Socket A და Socket 423-ზე არ არის, შეგიძლიათ მონიშნოთ regular – desktop ან high end – desktop. მეორე სჯობის ისევ ენერგიის მარაგისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი დედა დაფა გვქონდეს. CPU: ამოვირჩევთ პროცესორს. CPU Utilization (TDP) აქ სჯობს 100% მოვნიშნოთ, მაგრამ თუ აჩქარებას არ აპირებთ, შეგიძლიათ დატოვოთ 85%. აქვე არის Overclock my CPU! მონიშნავთ ”თოლიას” და შემდეგ უბრალოდ ჩაწერთ სიხშირესა და ძაბვას პროცესორისთვის. შემდეგ ამოვირჩევთ ოპერატიული მეხსიერების ტიპს (DDR) და რაოდენობას. FB Dimm-ებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ, იგულისხმება Fully buffered ოპერატიული, რომელიც ძირითადად სერვერებში გამოიყენება და DDR-თან შედარებით გაცილებით მეტ ელ-ენერგიას მოიხმარს. შემდეგ ამოვირჩევთ Video Card: და Video Type: SLI თუ CrossFire-ი. აქ გაუგებარი არაფერია. შემდეგ ვირჩევთ მყარი დისკის ტიპს (IDE, SATA, SCSI) და რაოდენობას, შემდეგ SSD და ფლეშ დრაივები, CD, DVD, Blue-Ray და მათი რაოდენობა. მოკლედ შემდეგი კატეგორიებიც საკმაოდ გასაგებია (თუ რამე არ გვაქვს, არც მოვნიშნავთ. მაგალითად, დამატებითი PCI-e დაფა). ბოლოში არის System load აქ შეგიძლიათ მონიშნოთ 100% იმის გათვალისწინებით რომ კვების ბლოკი გვეყოფა სრულ დატვირთვაზეც და არ დაგვირესტარტებს და არ დაგვიწვავს სისტემას.
Capacitor Aging: აქ იგულისხმება რომ კვების ბლოკი ერთი წლის ხმარების შემდეგ ნელ-ნელა კარგავს ეფექტურობას. თუ ბლოკს 1 წელიწადზე მეტ ხანს არ გამოცვლით შეგიძლიათ 10-20% მიამოატოთ. 24/7 რეჟიმში თუ გექნებათ ჩართული სისტემა 1 წელზე მეტ ხანს, მაშინ 20-30%-ს მივუმატებთ და დავაჭერთ Calculate. რა რიცხვსაც მივიღებთ, რეალურად, ოდნავ მაღალი იქნება ვიდრე სინამდვილეში დაგვჭირდება, მაგრამ მაინც წარმოდგენას გვაძლევს რამდენვატიანი კვების ბლოკი დაგვჭირდება ჩვენი სისტემისთვის.
ციტატა საიტიდან:
The recommended total Power Supply Wattage gives you a general idea on what to look for BUT it is NOT a crucial factor in power supply selection! Total Amperage Available on the +12V Rail(s) is the most important, followed by the +5V amperage and then the +3.3V amperage.
ანუ დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ რამდენი ვატი დაგჭირდებათ, მაგრამ მხოლოდ ვატები არ არის მთავარი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს +12V განხრაზე ამპერაჟს და შემდეგ +5V და +3.3V განხრებზე, თუმცა ამაზე დეტალურად შემდეგში ვიტყვი.
არსებობს კიდევ სხვა კალკულატორები, რომლებიც, მაგალითად, Asus-ისა და Corsair-ის ოფიციალურ საიტებზე და შეგიძლიათ ნახოთ:
Asus: http://support.asus.com/PowerSupplyCalculator/PSCalculator.aspx?SLanguage=en-us
Corsair: http://www.corsair.com/psufinder/default.aspx
მთავარია გავიგოთ, დაახლოებით რამდენვატიანი კვების ბლოკი ავარჩიოთ. თითქმის ნებისმიერ ერთპროცესორიან სისტემას ერთი ვიდეო დაფით აჩქარების გარეშე თავისუფლად ეყოფა ხარისხიანი 500 ვატიანი კვების ბლოკი.
გაითვალისწინეთ რომ ჩვეულებრივი სისტემაზე ერთი ვიდეო დაფით, თუ კვების ბლოკი 500 ან მეტ ვატიანია, ძალიან ძნელია ე.წ. Full load მდგომარეობის მიღწევა. და რეალურად იშვიათად გვექნება კვების ბლოკი 100%-ით დატვირთული.
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი