მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






კომპიუტერში ფაილების ჩაწერა
დაშორებულად

ალბათ ყოველ ჩვენთაგანს ქონია შემთხვევა, როდესაც იმყოფება სამსახურში ან მეგობართან და აღმოუჩენია, რომ ინტერნეტში დაიდო რაიმე ახალი ფილმი ან პროგრამა. ამ შემთხვევაში ყველა ერთი წამით მაინც გავიფიქრებდით, რომ ნეტავ სახლში ვყოფილიყავი, რომ რაც შეიძლება მალე გადმოგვეწერა, ან უკეთესი, სახლში რომ მივალ გადმოწერილი დამხვდესო :-) აბა, გქონიათ ასეთი შემთხვევა? პირადად მე ძალიან ბევრჯერ. ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა, რათა ყოველმა ჩვენთაგანმა შევძლოთ დაშორებულად კომპიუტერში ფაილების ჩაწერა :-) სტატიაში განხილული იქნება ორი პროგრამა 1. uTorrent-ი ტორენტებისათვის და 2. GetRight  PRO  ჩვეულებრივი ბმულებისათვის.

პორტების გადამისამართება (ანუ ნატირება)


პირველ რიგში ამ საქმისათვის გვჭირდება კონკრეტული პორტების შიდა IP-ზე გადამისამართება, ვისაც G-Link-ი აქვს მისთვის ეს პრობლემა არ იქნება, მაქსიმუმ Firewall გაუხდეს დასაკონფიგებელი, ხოლო ვისაც გაქვთ DSL-ი პირველ რიგში გადახედეთ ამ სტატიას ხოლო შემდეგში ეწვიეთ ამ საიტს, სადაც აღწერილია უამრავი მოწყობილობის კონფიგურაცია პორტების გადამისამართების განხრით.

uTorrent


ტორენტ ქსელთან სამუშაოდ ამ პატარა, მაგრამ მუშა პროგრამას ვანიჭებ უპირატესობას, თან სტატიისთვის შესაბამისია რადგან აქვს Web Access-ი ანუ ვებ ინტერფეისი, რომელთანაც წვდომა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება, მთავარია კომპიუტერი იყოს ჩართული.

გავხსნათ პროგრამა და შევიდეთ Options -> Preferences (Ctrl+P) შემდეგ გადადით განყოფილებაზე Web UI, როგორც ხედავთ ყველაფერი ძალიან მარტივად არის, უბრალოდ მონიშნეთ Enable Web UI შემდეგ მიუთითეთ მომხმარებელი და პაროლი, რითიც გაივლით აუთენთიფიკაციას ვებგვერდზე და სასურველი პორტი (ავტომატურად მითითებულია 8080 პორტი, მაგრამ ხშირად სხვადასხვა პროგრამები იყენებენ, ამიტომ გადავწყვიტე მე გამოვიყენო 8081 პორტი) და დააჭირეთ OK-ს.

როგორც ხედავთ ძალიან მარტივია, ამ ოპერაციის შემდეგ დაელოდეთ რამოდენიმე წამი, რომ გადმოიწეროს ვებ ინტერფეისი თავისივე საიტიდან და სცადეთ დაკავშირება ბროუზერის მეშვეობით მისამართზე: http//თქვენიგარეIP:პორტი/gui ან შიდა ქსელში http://localhost:8081/gui
 


მომხმარებლის და პაროლის შეყვანის შემდეგ აღმოჩნდებით საიტზე, რომელიც ინტერფეისით ძალიან გავს თავად პროგრამას. ახლა რაც შეეხება ტორენტ ფაილის დამატებას, როგორც ვამბობდით შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან მიმართოთ თქვენს ვებ ინტრერფეისს და მიაწოდოთ ტორენტ ფაილი, სულ მაღლა, მარცხენა კუთხეში საქაღალდეზე დაჭერით, მიუთითეთ ტორენტ ფაილი და დააჭირეთ OK-ს


ამის შემდეგ პირდაპირ დაიწყება გადმოწერა და სახლში, რომ მიხვალთ ფაილიც ადგილზე დაგხვდებათ.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 3



გამოხმაურება

ადმინ იქნებ გამარკვიო როგორ კეტდება ან თუ კეთდება ეს საერთოდ, რამდენჯერმე ვცადე და არშვება
09-07-2011, 22:21:00 | Uchi

ვინმემ ჩაწერა მასე საერთოდ?
27-06-2011, 19:37:26 | Uchi

არაფერსაც არ იწერს, ორივე პროგრამით ვცადე, საერთოდ არაფერს სვება
27-06-2011, 00:48:35 | Uchi

ჩემთვის პირადად უფრო აქტუალურია მაგ. სახლის კომპიდან სამსახურის კომპში არსებული ფაილების გადაწერა და პირიქით :)
ამაზე თუ დაწერ კარგ ტუტორიალს გაასწორებს... რამე მარტივი პროგრამის გამოყენებით
-------------------------------------------
ეს კიდევ უფრო ადვილი საქმეა, შეგიძლია "HFS" გამოიყენო. ადვილი და მარტივი ბროგრამაა, თავის საქმესაც კარგად აკეთებს....
17-02-2011, 00:51:18 | Tbileli

გიო, ოპერას ახალ ვერსიას ყველას მოჰყვება უნიტი და მისი მეშვეობით სეგიძლია ფაილ სერვერი გამართო :) სახლს home.Senisaxeli.operaunite.com/file დაარქმევ და სამსახურს - work.Senisaxeli.operaunite.com/file
02-06-2010, 14:12:23 | Shako

Utorrent-ზე ვიცოდი, ოღონდ არ გამომიყენებია... მაინცდამაინც დიდი საჭიროება არ მქონია, GetRight იგივეა, ოღონდ ჩვეულებრივი ბმულებისთვის, მაგრამ არ მომწონს ეგ მენეჯერი (გადმოსაწერი ფაილის ნაწილების temp ფოლდერში შენახვის გამო)

ჩემთვის პირადად უფრო აქტუალურია მაგ. სახლის კომპიდან სამსახურის კომპში არსებული ფაილების გადაწერა და პირიქით :)
ამაზე თუ დაწერ კარგ ტუტორიალს გაასწორებს... რამე მარტივი პროგრამის გამოყენებით
13-04-2010, 20:28:01 | Gio_kiborg


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.